2017 წლის აპრილში, ასოციაციამ ,, ქართველები საფრანგეთში,, ხონში საქველმოქმედო აქცია განახორციელა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად ტანისამოსი და ტკბილეული გადასცა. ასოციაციის ერთ - ერთი წევრის , ქართველი სტუდენტის , Salome Sadzaglishvili სურვილითა და ინიციატივით გასულ წელს ხონის მუნიციპალიტეტს ფრანგები ესტუმრნენ და რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაუწიეს, სხვადასხვა სახის ინვენტარი და საჭირო ტექნიკა გადასცეს ,, მადლიერებისა ,, და ,,სათნოების სახლებს,,. საქველმოქმედო აქციები გაგრძელდება. ორგანიზაციის წევრები სამშობლოზე ფიქრს აგრძელებენ, ცდილობენ და ზრუნავენ , რომ საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს,მრავალშვილიან ოჯახებს ყოფა შეუნსუბუქონ. აქცია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და გადამზიდავი კომპანია "იბერია ექსპრესისა ,, მხარდაჭერით განხორციელდა.





