ვფიქრობ პატარა საქმის კეთებას არ სჭირდება რაიმე სტატუსი, თანამდებობა ან დიდი ფული, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში სადაც ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა ფორმალურ მხარეს ვიდრე თვითონ საქმეს (თუმცა ამასაც აქვს გარკვეული ახსნა), ამიტომ საჭირო გახდა ჩვენი "მცირე საქმიანობის" ასოციაციის ფორმით გაფორმება.
მოკლედ ეხლა უკვე გვაქვს ასოციაცია « ქართველები საფრანგეთში », რომელიც გააგრძელებს იმ საქმეს რომელსაც აქამდე ვაკეთებდით, უფრო გაფართოებული ფორმით ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ასოციაცია იქნება არამომგებიანი და ისევე როგორც აქამდე ჩვენ არანაირი ფინანსური ინტერესი ამ საქმიანობიდან არ გვექნება.
გარდა ამისა მინდა ავღნიშნო რომ ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოვახერხებთ საწყის ეტაპზე აქტიურ მუშაობას, მაგრამ ვფიქრობ დროთა განმავლობაში ჩვენი ასოციაცია ბევრი კარგი საქმიანობის ინიციატორი და განმხორციელებელი იქნება. émoticône smile
ყველა ჩვენს მეგობარს, ნაცნობს, უბრალოდ დაინტერესებულ პირებს, პარტნიორ ორგანიზაციებს მოგიწოდებთ ითანამშროთ ასოციაციასთან, იმისათვის რომ ერთად შევძლოდ მცირე, მაგრამ კარგი საქმეების კეთება.émoticône wink
დამატებითი ინფორმაციისთვის, საინტერესო ინიციატივების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მე ან სალომე საძაგლიშვილს.