ვზივარ და ვფიქრობ, რა ჯანდაბით ვუშველო აქედან იქ იმდენ ხალხს! ესღა აკლდა საქართველოს!!!
ვიცი, რომ ეს უსუსურობის შეგრძნება თქვენც ჩემსავით გაწუხებთ!
ვიწყებთ ფულის შეგროვებას, უსახლკაროდ და უყველაფროდ დარჩენილი ხალხის დასახმარებლად. აქციაში ჩაერთვებიან გერმანიიდან! (შეგროვილი თანხა და სია გამოიგზავნება ჩვენთან), შვეიცარიიდან (Tina Akhalaia), იტალიიდან! ჩართეთ ყველა თქვენი ნაცნობი! ვაგროვებთ 10 -10 ევროს! თანხის გადმორიცხვისთანავე დაწერეთ აქ, ან პირადად მოგ წერეთ სახელები გვარები , ვისი სახელითაც გინდათ, რომ
ჩავიდეს თანხა!
ყველა ეტაპი, როგორც ყოველთვის, იქნება გამჭირვალე და ცხადი! თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ივნისის ბოლომდე !
ივლისის ბოლოს პირდად გადაეცემა თანხა ერთ ან რამდენიმე უკიდურესად დაზარალებულ ოჯახს! (საზღვარგარეთ მცზოვრები ქართველების სახელით) მითითებული გვარებითა და სახელებით! გადაცემის პროცესს აქ ავტვირთავთ!
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ მე და Zaza Putkaradze -ს !
ვიდეო 16 წუთიდან
თანხის გადმორიცხვა გრძელდება, დღევანდელი მონაცემებით საფრანგეთსა და იტალიაში 2 000 ევროზე მეტი შეგროვდა, რომელიც ივლისის თვეში გადაეცემა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს (ოჯახებს).

























